,,ქუჩაში ტოვებს კომენდანტის საათის მიუხედავად!" - დედა სოსანა მონასტერში არ შეუშვეს

მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში არ შეუშვეს. 

როგორც ისინი ამბობენ, თბილისიდან მარტვილში დღეს საღამოს დაბრუნდნენ, თუმცა, მას მონაზვნებმა მონასტრის კარი არ გაუღეს. 

ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში, ეპარქიის ყოფილი იღუმენი თამარ გამყრელიძე წერს.

,,უღმერთო მიტროპოლიტ სტეფანეს კურთხევით, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის დედებს, ახალი, უკანონოდ დადგენილი წინამძღვარი არ უშვებს მონასტერში და ქუჩაში ტოვებს ,,კომენდანტის საათის" მიუხედავად! მარტვილელებო, როდემდე უნდა აიტანოთ ეს უსამართლობა?!", - წერს იღუმენია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა შეუჩერა.