ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 3 ლარით გაძვირდა.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებმა, 12- ის ნაცვლად 15 ლარი უნდა გადაიხადონ.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვების დაცვაა საჭირო.

კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება. იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება აქვთ.