ქუთაისში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის, COVID-19-ით ინფიცირებული 10 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 

37 საეჭვო პაციენტის ტესტზე, რომლებიც ბათუმში ისვენებდნენ, აღნიშნულ კლინიკაში უარყოფითი პასუხი მიიღეს. 

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. 38 ახალი ინფიცირებულიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერია.