ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის განაჩენს ეხმაურება

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს განაჩენს", - ასე გამოეხმაურა ლუეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ ჩენს.

სახელმწიფო ორგანომ განცხადება Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა. 

"ესაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განაჩენის აშკარა დარღვევა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება“ - ნათქვამია განცხადებაში.