ლომჯარია: ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისულების ფარგლებში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მომხდა ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ ჩადენილი ქმედება არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. 

სახალხო დამცველმა აღნიშნა ისიც, რომ არ შეიძლება ძალადობის წახალისება და გამართლება.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – ნათქვამია ნინო ლომჯარიას Facebook პოსტში.