მადლობა თანადგომისთვის, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - გახარია

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პრემიერ-მინისტრი ექიმებს მადლობას უხდის და საზოგადოებას ერთმანეთის ჯანმრთელობის გაფრთხილებისაკენ მოუწოდებს.

როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, ის უკვე დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. 

"დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,"- წერს სოციალურ სქელში გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას კორონავირუსი 1 ნოემბერს დაუდასტურდა, პრემიერ-მინისტრი 10 დღის განმავლობაში მკურნალობას ბინაზე გადიოდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან განიკურნა