თავში

როგორია გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავს კარგად გრძნობს - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დისტანციურად უხელმძღვანელა. 

„ბატონი გიორგი კარგად გრძნობს თავს, დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში. მათ დღეისთვის დადასტურებული კორონავირუსი არა აქვთ, შესბამაისად კარგად გრძნობენ თავს. როგორც ვიცი, ქალბატონი ნათია და მიხეილი ელოდებიან ტესტის პასუხებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system