მაღალმთიან აჭარაში გათოვდა - PHOTO

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გათოვდა. მოულოდნელად მოსულმა თოვლმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ადგილობრივების განმარტებით, ისინი ნაადრევად დამდგარ ზამთარს მოუმზადებელი შეხვდნენ.

Report.ge-ს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ნალექს გზებზე პრობლემები არ შეუქმნია.

2 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით უამინდობა შენარჩუნდება. ნალექთან ერთად სინოპტიკოსები ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე