თავში

ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

2 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით უამინდობა შენარჩუნდება. ნალექთან ერთად სინოპტიკოსები ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი.

„დღეს საქართველოში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი: წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.,“- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system