მალხაზ ვანიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

მალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოექცა.

ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ოკუპანტებისგან გამოქცეული პირი ახლა ხურვალეთის პოლიციაშია, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა.

ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფეხმძიმე ქალი კი ქართულ მხარეს დღეს გადასცეს.