თავში

ხურვალეთის მკვიდრი ორსულ ცოლთან ერთად ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა

ხურვალეთის მკვიდრი ორსულ ცოლთან ერთად ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა
ხურვალეთის მკვიდრი ორსულ ცოლთან ერთად ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა

სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი,  მალხაზ ვანიშვილი 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა. 

ინფორმაცია Report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფეხმძიმე ქალს კი ქართულ მხარეს დღეს გადასცემენ.

"აღნიშნულ ფაქტს ვადასტურებთ. ჩვენ ჩვენის მხრივ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და მოვითხოვეთ მათი გადმოცემა და ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ მამაკაცმა ე.წ მოქალაქეობა მიიღო, მეუღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა კი დღეს მოხდება", - განაცხადეს უწყებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system