ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა. ამის შესახებ report.ge-ს იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე თქმით, მოზარდი რეანიმაციულიდან ნეირომეცნიერების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

12 წლის ბიჭს, ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, 21 ოქტომბერს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ლიანდაგზე გადადიოდა, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.