მათი ბედნიერი სახეები უნდა გენახათ, ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პედაგოგების ვაქცინაციის პროცესში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

"ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს 50 პედაგოგი ავცერით! მათი ბედნიერი და არა-სტრესული სახეები უნდა გენახათ როცა ჩვენ დაგვინახეს ამცრელების როლში.  ძალიან სასარგებლო და ამავე დროს ემოციური დღე იყო ჩემთვის, ამდენი ლოცვა და პროფესიული ქათინაური ლაივში დიდი ხანია არ მომისმენია აი-ცერი" - წერს კულუმბეგოვი. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან. დღეს თბილისში 50 პედაგოგი აცრეს. რამდენიმე პედაგოგს ააცრა ცნობილმა ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გაუკეთა.