მდინარე მულხურაში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფ პირს ისევ ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფ პირს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გუშინ გადავარდა

მანქანა სამაშველო ჯგუფებმა წყლიდან ამოიყვანეს, მამაკაცი კი ამ დრომდე იძებნება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.