მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფ პირს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გუშინ გადავარდა. სამაშველო სამსახურმა მდინარიდან მანქანა გუშინვე ამოიყვანა, მამაკაცი, კი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ამ დრომდე იძებნება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.