მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესში კიდევ 90 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო - PHOTO

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.