თავში

ხანძარი სვანეთში-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ხანძარი სვანეთში-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ხანძარი სვანეთში-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობაში ხვალიდან 90-მდე მეხანძრე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით დასახლებულ პუნქტამდე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება,"-აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system