მღებრიშვილი: რა ღამურები და ლაბორატორია, რაღაც სისულელეა

 უკანონო პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით ღამურებზე და ლაბორატორიაზე საუბარი სისულელეა და მან არც იცის რაზე ესაუბრებოდნენ ამ კუთხით.

"არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, სადღაც 100 მეტრში მელოდებოდნენ, სანამ შევიდოდი დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. იქ კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით, რაღაც სისულელეა. რაღაც ლაბორატორიაო, ინგლისური არ ვიცი და ვერ გავიგე რა ლაბორატორიაზე მეუბნებოდნენ, რა ამერიკელები, ვერაფერი გავიგე. საჭირო არის და ეგრე გააკეთეო და ასეც გავაკეთე, სხვა ვარიანტი არ იყო. ვნახე ქართველები, ისინი კარგად არიან და გამოსვლას ელოდებიან,"- ამბობს ხვიჩა მღებრიშვილი.

მღებრიშვილმა ე.წ. საზღვარი დღეს გადმოკვეთა და ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.