,,მჯერა, კიდევ ბევრჯერ შემოვუსხდებით ასე ცეცხლს" - როგორია წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ მომღერლის მეგობარი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს.

,,მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ შემოვუსხდებით ასე ცეცხლს, კიდევ ბევრჯერ გავუზიარებთ ქვეყნის ავან-ჩავანს ერთმანეთს და კიდევ ბევრჯერ წავალთ ბრძოლაში - საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის.

 და ვისაც ბრძოლა მხოლოდ იარაღით ხელში ტყვიების წვიმა გგონიათ - ცდებით  - ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთის - ღირსეული საქართველოსთის, რომელიც სამწუხაროდ პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება - სადაც ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს.

P.S. ბოდიში სიმართლისთვის...

P.P.S. თემოს ჯანმრთელობაში არაფერი შეცვლილა, სტაბილურ სიმძიმეს ვინარჩუნებთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჟანგბადის აპარატზე მიერთებული, გათიშული ფილტვის ამუშავებისა...", - წერს ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსს ებრძვის. 

თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.