მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ - საიტზე შეფერხებაა

მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მთავრობის მიერ შექმნილ პორტალზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. საიტი შეფერხებით მუშაობს. 

ვაქცინაზე რეგისტრაციის მსურველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია ოფიციალურად უნდა დაწყებულიყო, საიტზე შესვლას და რიგის დაჯავშნას, ამაოდ ცდილობენ.

"სინოფარმის" მეორე დოზით ასაცრელად booking.moh.gov.ge -ზე რეგისტრაცია 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაც.