,,მოქმედების დროა" - პროტესტი თბილისში

სამოქალაქო ორგანიზაცია ,,მოძრაობა საქართველოსთვის" თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავს. 

დაუმორჩილებლობის აქციით, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებსა და ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქმედუუნარობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი სისტემის მსხვერპლია.

აქტივისტები "ოცნების" ოფისთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  მისვლას გეგმავენ. 

ცნობისთვის, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.