პრეზიდენტი ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად მივიდა. 

პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობას პირადად გაეცნობა. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია გუშინ გვიან ღამით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.