12 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, მცირედით გაუმჯობესდა

12 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, მცირედით გაუმჯობესდა. ამის შესახებ report.ge-ს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ბახტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

12 წლის გოგოს, გონიოში ავტომობილი 21 ოქტომბერს დაეჯახა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.