ნაბიჭვრები! მაგრად იყავი, ვახო - ინგა გრიგოლია ვახო სანაიას

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია კოლეგის, ვახო სანაის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხმაურება: 

"დაიწყეს ქუჩაში ანგარიშსწორება ხო? ნაბიჭვრები.მაგრად იყავი, ვახო. რა სამწუხაროა, რომ არ მიკვირს ((((( სახელმწიფო პროპაგანდა ახალისებს ამ თავდასხმებს კრიტიკული ადამიანების მიმართ და წინ კიდევ რა გველის, კაცმა არ იცის" - წერს გრიგოლია. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.