ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას ცაგერის მუნიციპალიტეტში მართავენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას ცაგერის მუნიციპალიტეტში მართავენ.

აქტივისტები დღევანდელ აქციაზე მხარდამჭერებს საპროტესტო გეგმას გააცნობენ.

მათი თქმით, დღევანდელი აქცია 23 მაისისთვის, დედაქალაქში დაგეგმილი დემონსტრაციისთვის, მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. 

სამოქალაქო აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 23 მაისამდე მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდებიან.

"რისი შესაძლებლობაც გვექნება ყველგან გავალთ აუცილებლად. მაქსიმალურად შევხვდებით მეტ ადამიანს, რომ უფრო მეტად მოვახერხოთ ინფორმირება და ჩაბმა არგუმენტირებულად ამ ბრძოლაში. ჩვენ ვკონცენტრირდებით უშუალოდ ნამახვანჰესიის ირგვლივ და ზოგადად ენერგო პოლიტიკის ირგვლივ",- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს დედაქალაქში მასშტაბურ აქციას აანონსებენ.