ნაპოვნია გაუჩინარებული მეორე მოზარდიც

დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული ორივე ბავშვი პოლიციამ უკვე იპოვა - ერთ მათგანს, რამდენიმე საათის წინ, ლილოში მიაგნეს, მეორეს კი - ისანში იქნა ნაპოვნი.

ცნობისთის, 11 და 14 წლის მოზარდ ბიჭებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მათი კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისში, ერთ-ერთი მოზარდის ბიძასთან წავიდნენ.