ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

,,დამიდასტურდა COVID -19, კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის", - წერს მეზვრიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო დღეს თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც.