ოჯახის ცნობით, ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამაკაცი ცხინვალში გადაიყვანეს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ახალგორიდან ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ცნობილია, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწია.

ინფორმაცია ოჯახმა უკვე მიაწოდა ევროკავშირსა და წითელ ჯვარს. მათ იმედი აქვთ, რომ ორშაბათს წითელი ჯვარი შეძლებს დაკავებულის მონახულებას და მეტი ინფორმაციის მიღებას.