ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

დღეს მოგვმართა 24 წლის მამაკაცმა, ეროვნებით ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"ის ჩამოვიდა ჩინეთიდან - აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, თავისი ფეხით მოვიდა აქ და ამ დროისთვის მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში",- ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ, აქედან გამომდინარე ბავშვებს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.