აბაშაში 17 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო

აბაშის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური უთანხმოება უძღოდა.

„გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“, - ეს არის 17 წლის სალომე ქურდობაძის ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში. მანამდე კი, თბილისში, სუიციდის შედეგად გარდაცვლილი, 15 წლის ლუკა სირაძის ვიდეო გააზიარა წარწერით: ,,ღმერთოო".

პოსტიდან რამდენიმე საათში კი გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.