ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ექიმი, მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

თავდაპირველად 57 წლის მედიკოსი სახლში მკურნალობდა, შემდეგ კი, 23 ნოემბერს, მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსში“ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

ზაზა იმერლიშვილს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. 

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1161 ადამიანი.