"ოცნებასთან" მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  126-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის,  რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტების მტკიცებით, მათ "ოცნების" მხარდამჭერებმა პიროტექნიკა ესროლეს. მათივე თქმით დაშავებულია 5 პირი. შეხლა-შემოხლის დროს არავინ დაუკავებიათ.