გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ლეგენდარულ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე (#6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.