პარლამენტთან "პალიტრანიუსის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, დაპირისპირება იყო.

პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე პირი ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი მათგანი  "პალიტრანიუსის" ოპერატორს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ბექა მშვილდაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.