პარლამენტის წინ, მოძრაობა "სირცხვილიას“ აქცია დასრულდა

პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია დასრულდა. აქციის წევრები, პარლამენტის მხრიდან ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ. ასევე ისინი ითხოვენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს პირობა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. აქცია ხვალ განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. დღეს პირველი მოსმენა შედგა, თუმცა კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გასულა.

პარლამენტის სესია ხვალ გაგრძელდება.