თავში

ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო

ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო
ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო

32 მომხრე, 55 წინააღმდეგი - პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო.

პროექტი პროპორციულ სისტემაზე 3 პროცენტიან ბარიერს და პოლიტიკური ბლოკების შექმნას ითვალისწინებდა.

როგორც "ევროპული საქართველო", ასევე "ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იზიარებს და მხარს უჭერს თუმცა "ევროპული საქართველო" საარჩევნო ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება. 

პარლამენტმა დღესვე უნდა განიხილოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტიც, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system