"პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება" - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მედიკოსთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ხვალიდან დაიწყებენ. 

"მედიკოსთა ჯგუფი დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციას. გაიმართა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებები. რეკომენდაციები შეეხება პატიმრის სამედიცინო მდგომარეობას და მისი თანხმობის შემთხვევაში, შესრულდება. მათი ძალიან დიდი ნაწილის შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან", - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად, რა რეკომენდაციებზეა საუბარი.

ცნობისთვის, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია იგეგმება. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს.