ეზუგბაია: 7 მძიმე პაციენტი გვყავს - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, შვიდის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი განსაკუთრებით მძიმე. 

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დადასტურებული 9 შემთხვევიდან ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი არც ერთი არაა. 

მისივე თქმით, დღეს კიდევ 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან. 

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადატურებული.

გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.