"პეტარდების ომი უკვე დაიწყო"- გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებული 4 წლის ბავშვის ფოტოს აქვეყნებს - PHOTO

დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, 4 წლის ბავშვის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პიროტექნიკით დაშავდა. 

"ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა... პეტარდების ომი უკვე დაიწყო!,"-წერს გუგა ქაშიბაძე. 

შეგახსენებთ, რომ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. წლის ბიჭს სახის მარჯვენა მხარე და ქუთუთოები აქვს დაზიანებული.