რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ვაქცინის პირველი და მეორე დოზის გაკეთების შემდეგ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კოვიდით და ყველა მათგანმა დაავადება მსუბუქად გადაიტანა.

მისივე თქმით, მეორე დოზის გაკეთების შემდეგ კორონავირუსით მხოლოდ 10-14 ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 184 718 აცრა.

ქბეყანაში სრულად ვაქცინირებულია 54 474 ადამიანი.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია.