რამდენი საწოლია ქვეყანაში თავისუფალი - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოვიდინფიცირებულთათვის ქვეყანაში სულ 800 თავისუფალი საწოლია დარჩენილი.

თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, გაიზარდა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაც - ქვეყანაში 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, 500-ზე მეტი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული, 90-მდე კი - რეანიმაციაში,მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ.

ამას გარდა, კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროება გამოკვეთა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად აცრილია 31 911 ადამიანი.