"რეფორმერფიტნესში" პოლიცია შევიდა - ისინი დარბაზის დაცლას ითხოვენ

ფიტნესკლუბ "რეფორმერფიტნესში", რომელმაც დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა, პოლიცია შევიდა. სამართალდამცველები მოუწოდებენ იმ პირებს, რომლებიც დარბაზში ვარჯიშობენ, რომ ტერიტორია დატოვონ. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციას "საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების" მიზეზით "დანადგარების ამოღების მოთხოვნაც" აქვს.

ფიტნესკლუბმა მობილობის შეზღუდვისკენ მიმართული რეგულაციები გააპროტესტა და მუშაობა არ შეწყვიტა. ამის გამო კომპანია დააჯარიმეს.