პროტესტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის წარდგენის პარალელურად

ამ წუთებში, სასტუმრო „რედისონთან“, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ანგარიშს წარადგენს, აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო მოძრაობა ,,გაბედეს" წარმომადგენლები ადგილზე ტრანსფარანტებით მივიდნენ. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პროტესტით იმ რეალობას გამოხატავენ, რომელიც ქვეყანაშია. მათივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატებს ატყუებენ, თითქოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიშის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებიან.