თავში

ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

სოფიო კილაძე ანგარიშში, გასულ წელს, ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და ასევე, სოციალური მუშაკების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

კომიტეტი საზოგადოებას წინა წლის მიღწევებს დეტალურად გააცნობს. გარდა ამისა, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზეც იმსჯელებენ, რაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ქვეყანაში.

ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. 

ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 11:00 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system