როდის დაიწყება "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია

500 000 დოზა "სინოფარმი" და 500 000 დოზა "სინოვაკი" უკვე საქართველოშია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება შაბათს, 12:00 საათიდან.

"ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22. ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 5 ივლისიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.