როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა განუცხადა.

"ღამემ მშვიდად ჩაიარა, სტაბილურადაა. დღის განმავლობაში ჩაუტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. დღის ბოლოს უკვე გვეცოდინება ანალიზის პასუხები და ამის შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ, რადგან ინტერესი დიდია", - განუცხადა Report.ge-ს გიორგი ბერიძემ.

 ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს ანა თოფურიასაც.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 ნოემბერს გაუარესდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.