როგორია ბათუმში ავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვის მდგომარეობა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, -  ამის შესახებ report.ge-ს "ნიუ ჰოსპიტალსში" განუცხადეს.

დაშავებული მცირეწლოვანი გვიან ღამით, კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს.

,,პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მისი დიაგნოზი პოლიტრავმაა. ჯერჯერობით ოპერაციას არ საჭიროებს. გეგმიურად თუ იქნება ქირურგიული ჩარევის საჭიროება ექიმები გადაწყვეტენ", - განუცხადეს report.ge-ს "ნიუ ჰოსპიტალსში".

ცნობისთვის, გუშინ 3 წლის ბავშვი ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. თავდაპირველად მცირეწლოვანი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში იყო მოთავსებული. რის შემდეგაც პაციენტი თბილისში, რეანომობილით გადაიყვანეს.

მცირეწლოვანის ოჯახი რეანომობილს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა.