"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?"

გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სატელევიზიო მო­ნო­ლოგს, რომელიც მან დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიუძღვნა, ის­ტო­რი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ პრობ­ლე­მა რომელიმე კონკრეტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია:

"გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და ამაღ­ლე­ვე­ბე­ლი ამ­ბის თა­ნა­ზი­ა­რი გაგ­ვხა­და, თუმ­ცა სა­ღ­ა­თას ძი­ლით მძი­ნა­რე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვკი­თხო - სად იყო ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­შინ როცა ქალ­ბა­ტონ ჯუ­ლი­ე­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ასე­ვე ღვაწლ­მო­სი­ლი და ძვირ­ფა­სი დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი გა­მო­ე­თხო­ვა წუ­თი­სო­ფელს? რო­გორ ფიქ­რობთ ის და­ფა­სე­ბუ­ლი, და­ნა­ხუ­ლი და მო­ფე­რე­ბუ­ლი წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან!? რო­გორ ფიქ­რობთ და­ფა­სე­ბუ­ლი ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნას ღვაწლ­მო­სი­ლი ექი­მე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი, რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი? რა ქნან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რომ­ლებ­საც არ აქვთ უნა­რი და სახ­სა­რი იმი­სა, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­ან­თი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი უთხრან, თა­ვი­ან­თი დარ­დი გა­უ­ზი­ა­რონ?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი მხცო­ვა­ნი არ­ქი­ვა­რი­უ­სის ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და დე­და­მი­სის ან­დერ­ძი გა­მი­ზი­ა­რა- „თა­ვი­სი ნაშ­რო­მი შენ და შენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­უ­ტო­ვა გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად, თა­ვი­სი­ა­ნე­ბი­სა­გან აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი იყო და გულ­ნატ­კე­ნი წა­ვი­დაო ამ ქვეყ­ნი­დან“! - მა­შინ კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სო­ლი­და­რო­ბის არ არ­სე­ბო­ბა შიგ­ნი­დან ჭამს და ხრავს ჩვენს არ შემ­დგარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას! რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სწო­რედ შენი წი­ნა­მორ­ბე­დის, ღვაწლ­მო­სი­ლის და­ფა­სე­ბას!

ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯო­ბია, ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­საც თა­ვი­სი წილი და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის დარი კო­რი­ფე­ე­ბის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა­ში! რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ბუ­ლინგსა და ჭო­რა­ო­ბას გა­მო­დევ­ნე­ბულ მა­ს­მე­დი­ას ძი­რი­თა­დი, ღი­რე­ბუ­ლი, მა­რა­დი­უ­ლი თე­მე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ვი­წყდა... რამ­დე­ნი­მე ჩემი კო­ლე­გა და მათი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ახ­სოვ­და კი ვინ­მეს და­ვით სო­კო­ლო­ვი?!

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემი ერთი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი სა­ჯა­როდ მოთ­ქვამ­და დიდი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ოპე­რა­ტო­რის გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ მა­ში­ნაც სა­ღ­ა­თას ძი­ლით ეძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს...

ქვე­ყა­ნა სა­დაც 30-ზე მეტი ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, რა გახ­და ამ სათ­ვა­ლავს ერთი ორი რომ ჩა­მო­ვაკ­ლოთ და წე­ლი­წად­ში ერთხელ პრო­ფე­სი­ულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, უწყე­ბებ­მა, სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა დარ­გის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო, მხცო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ და სა­ხალ­ხოდ და­ა­ჯილ­დო­ვონ! რა გახ­და ამ მად­ლი­ე­რე­ბის ტრა­დი­ცი­ად ქცე­ვა!? ამ მხრივ კა­ტას­ტრო­ფაა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში! რომ გინ­დო­დეს შენს ყო­ფილ, ღვაწლ­მო­სილ თა­ნამ­შრო­მელს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქარს ვერ გა­უ­კე­თებ, ვერ გა­უგ­ზავ­ნი ამა­ნათს, ერთჯე­რად თუ მრა­ვალ­ჯე­რად დახ­მა­რე­ბას! ვიცი ეს, პი­რა­დად გა­მო­მიც­დია, ათა­სი რამე უნდა მო­ი­გო­ნო იმი­სათ­ვის რომ შენი ყო­ფი­ლი, ასა­კო­ვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ფი­ნან­სუ­რად თუნ­დაც წე­ლი­წად­ში ერთხელ და­ა­ჯილ­დო­ვო!

ვი­ღა­ცა იტყვის კა­ნო­ნის გა­რე­შეც უნდა ხდე­ბო­დეს ესე­თი ამ­ბე­ბიო! არა ბა­ტო­ნე­ბო, კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ნე­ბაა, რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა, იქ­ნებ ოდეს­მე გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც დღეს უკვე მხო­ლოდ ფე­ის­ბუქ „ემო­ჯე­ბით“ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" კა­ლან­დია.