საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 15 წლის გოგო თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო. 

პაციენტი კლინიკაში 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 307 ადამიანი.