საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისათვის, ქვეყანაში 336 კორონავირუსით ინფიცირებული პირია. მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე.

stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, 74-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494, ხოლო, კარანტინის რეჟიმში 5000 ადამიანია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.